„დილეტანტებზე აქცენტის გაკეთება და ახალ სახეებზე აქცენტის გაკეთება არ შედის მათ რეალურ მიზანში. ეს არის რეალურად ერთგვარი ფანდი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ცდილობენ გადაფარვას იმ უარყოფითი რეპუტაციისა, რომელიც ამ პარტიას დიდი ხნის განმავლობაში უკვე სერიოზულად დაუგროვდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მე მგონია, რომ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ დაფიქრდნენ, ადამიანები, რომლებიც აფილირებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმდენად ნეგატიური რეპუტაციის მატარებლები არიან, რომ უბრალოდ მათი მეშვეობით და მათზე დაყრდნობით, რა თქმა უნა, ვერაფერს ახლის თქმას ეს პარტია ვერ შეძლებს.
ისინი შეეცდებიან, რომ ახალი სახეების ავანსცენაზე გამოყვანის გზით, რაღაცნაირად ჩრდილში მოაქციონ ის პირები, რომლებსაც აქვთ ძალიან უარყოფითი და ტოქსიკური რეპუტაცია. დილეტანტებზე აქცენტის გაკეთება და ახალ სახეებზე აქცენტის გაკეთება, არ შედის მათ რეალურ მიზანში. ეს არის რეალურად ერთგვარი ფანდი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ცდილობენ გადაფარვას იმ უარყოფითი რეპუტაციისა, რომელიც ამ პარტიას დიდი ხნის განმავლობაში უკვე სერიოზულად დაუგროვდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.