logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე: ერთი წელი მოახმარეს იმას, რომ როგორმე შეეფერხებინათ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სავალ გზაზე
- +

6 ნოემბერი. 2023. 13:13

 

 

„ერთი წელი მოახმარეს იმას, რომ როგორმე შეეფერხებინათ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სავალ გზაზე. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთან ერთად ემუშავათ 12 პუქნტის შესასრულებლად, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენ ამ გზაზე დავმარცხებულიყავით, მაგრამ პირუკუ მოხდა ყველაფერი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„მოლოდინი არის ოპტიმისტური, სხვანაირად არც და ვერც იქნება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეახლოვებინა ეს დღე. ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით, რომლებსაც მოლოდინი პესიმისტური აქვთ და უნდათ ამით გაიხარონ, ქვეყნის მარცხით, ეს მათ მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯში ჩანს. ერთი წელი მოახმარეს იმას, რომ როგორმე შეეფერხებინათ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სავალ გზაზე. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთან ერთად ემუშავათ 12 პუნქტის შესასრულებლად, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენ ამ გზაზე დავმარცხებულიყავით, მაგრამ პირუკუ მოხდა ყველაფერი. მოლოდინი ოპტიმისტურია.

 

ეს არის ორმხრივი პროცესი, ორმხრივი მოძრაობა პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, ამ გზაზე იქიდან ევროპელები მოემართებიან ამ ურთულესი რეგიონისკენ, საქართველოსკენ. ჩვენ პირიქით, მივემართებით ევროპისკენ. როგორც ევროპას სჭირდება საქართველო, სწორედ იმ ხარისხით და უფრო მეტითაც შესაძლებელია, სჭირდება ევროპა საქართველოს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner