logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის გახარიას მხოლოდ გახარია დარჩება, ვფიქრობ, ეს პარტია ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება
- +

6 ნოემბერი. 2023. 14:22

 

 

„ვფიქრობ, ეს პარტია თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნები“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი გიორგი გახარიას გუნდში მიმდინარე დაპირისპირებას.

 

რატი იონათამიშვილის შეფასებით, პარტიაში განხეთქილება გასაკვირი არაა, რადგან, თავად ექსპრემიერმა პოლიტიკური აქტივობა ღალატითა და სიცრუით დაიწყო.

 

„საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, გახარიას მხოლოდ გახარია დარჩება. ეს ბუნებრივი და ლოგიკურია, ვინაიდან, ამ ადამიანმა საკუთარი პოლიტიკური აქტივობა, გადადგომის დღიდან დაიწყო ღალატით, სიცრუით და ადამიანების გადაგდებებით. შესაბამისად, ადამიანი, როდესაც ასეთ "ღირებულებებს" უხმობს, მას არ უნდა ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ პოლიტიკაში რამეს მიაღწევს... ვფიქრობ ეს პარტია თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

ცნობისთვის, პარტიიდან „საქართველოსთვის“ რამდენიმე დღის წინ გარიცხული ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური ყოფილ თანაპარტიელებს ზეწოლასა და პირადი ცხოვრების დეტალებით შანტაჟში ადანაშაულებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner