ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში „ჰეროკრატიას" შესახებ პოსტს ავრცელებს:
„არ მინდოდა „ჰეროკრატიის" მეორე სერიის ყურება, რატომ ვნახე, არ ვიცი. მართლა გული კინაღამ გამიჩერდა, ეს რა ჯოჯოხეთი გააატარეს ადამიანებს, შურისძიების სურვილიც გამიქრა, ისე უღმერთოდ შემებრალა ეს არაკაცები, თქვენ ხომ მომავალი არ გაქვთ, ვინც ამას სჩადიოდით, თქვენ მეტი დასჯა რად გინდათ, შთამომავლობა მოგეწამლათ და ამაზე მეტი სასჯელი რა გინდათ. თქვენ მოსიარულე გვამები ხართ! უფლის გეშინოდეთ!" - წერს ნინო ჯღარკავა.