logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
- +

6 ნოემბერი. 2023. 14:58

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

 

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.

 

განსახილველ საკითხთა შორის იყო  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული 2 ჰიდროელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი. აქედან ერთი ჰესი, რომლის სიმძლავრე 11.8 მგვტ-ს შეადგენს, ონის მუნიციპალიტეტში აშენდება, ხოლო მეორე ჰესის პროექტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მისი სიმძლავრე 6 მეგავატამდეა.

 

ჯამურად, ორივე ჰესის ასაშენებლად 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner