logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: შარშან დაშვებული შეცდომა სწორად არის აღქმული ევროპაში - კანდიდატის სტატუსს, როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყანა მიიღებს
- +

6 ნოემბერი. 2023. 16:42

 

 

„ბოლო ხანებში რაც კი ინფორმაცია ვრცელდება, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლოდინები მაინც პოზიტიურია. კანდიდატის სტატუსს, როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყანა მიიღებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„ბოლო ხანებში რაც კი ინფორმაცია ვრცელდება, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლოდინები მაინც პოზიტიურია. კანდიდატის სტატუსს, როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყანა მიიღებს. ამას განაპირობებს ერთდროულად როგორც პროფესიონალური შეფასება ყველა კრიტერიუმის, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და მეორეს მხრივ, პოლიტიკური ფაქტორიც არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და მომზადებული საიმისოდ, რომ ევროპამ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ შარშან დაშვებული შეცდომა სწორად არის აღქმული ევროპაში და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღიქვამს ამ გადაწყვეტილებას შარშანდელს შეცდომად და მნიშვნელობას ევროკავშირის გაფართოებისა, მათ შორის საქართველოს მიმართულებით, ვინაიდან ეს სჭირდება როგორც საქართველოს, ისე საკუთრივ ევროპის კავშირს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner