ჟურნალისტი ნინო ჟღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მთავრობის მიერ გაკეთებულ ყველა სიკეთეებს თვითონ მოიხმარენ თუ მერიიდან დახმარებებს, თუ სამედიცინო საყოველთაო დაზღვევას, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანების სრულად დაფინანსებებს, ღვიძლის გადანერგვის ძვირადღირებულ ოპერაციებს, დევნილებისთვის ბინებს, პენსიონრებისთვის მომატებულ პენსიებს, მერე დგანან და აგინებენ მთავრობას, მეტი რა ქნას ხელისუფლებამ, მეწველი ძროხა ხომ არაა ეს ბიუჯეტი, არც კონცერტები მოუკლიათ თქვენთვის, არც ტაშ-ფანდური, რესტორნებში ნემსი არ ჩავარდება, ისეა იქაურობა გადაჭედილი, ჰოდა, წამოწექით ჩეროში, დაიჭირეთ მახათი და დაელოდეთ სოფო ჯაფარიძეს, მეორედ როდის დაგაძრობთ კბილებს „ღიმილიანი საქართველოს“ მოლოდინში, კი ხართ ღირსი“, - წერს ნინო ჯღარკავა.