logo_geo
eng_logo
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 10 000-ს აჭარბებს
- +

6 ნოემბერი. 2023. 19:39

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 10 000-ს აჭარბებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული სააგენტო The Guardian-ი ავრცელებს.

 

 

დამოუკიდებლად გადაუმოწმებელი მონაცემების თანახმად, 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ღაზაში 10 022 ადამიანი დაიღუპა, აქედან 4 104 - ბავშვია.

 

 

25 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ ენდობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობის შესახებ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner