"საქართველოს დელეგაციამ ეს საპარლამენტო ფორუმიც იმისთვის გამოიყენა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირში, გაგვეჟღერებინა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 35-ე რეგიონულ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.
„ვესაუბრეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებიდან ბევრ კოლეგას და რა თქმა უნდა ჩვენი საუბრის თემა ასევე არის მაქსიმალურად მოვახდინოთ ლობირება დედაქალაქებში, რომ საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუის მინიჭებასთან დაკავშირებით ჰქონდეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ათენში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 35-ე რეგიონულ შეკრებაში იღებს მონაწილეობას.