logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ სოფელ კირბალთან მომხდარი ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით
- +

6 ნოემბერი. 2023. 21:00

"შემზარავი ფაქტი მოხდა სოფელ კირბალთან, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლა," - ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

 

 

ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და მეგობრებს. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაცია ყოველდღიურად ტოვებს მძიმე შედეგებს და ატარებს რისკებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის.

 

 

საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად და დამნაშავის დასასჯელად.

 

 

საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ აღნიშნული ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner