logo_geo
eng_logo
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კირბალთან მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით დაიწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპა
- +

6 ნოემბერი. 2023. 21:08

"ადამიანის სისხლზე და სიკვდილზე სპეკულაციის ხელოსნები," - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, პარტია „ლელოს“ მიერ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა „ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის” შედეგია.

 

 

ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ პარტია „ლელოს“ წევრები ევროკავშირს ეხვეწებიან, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ, შეუსრულებადი წინაპირობები დაურთონ.

 

 

ადამიანის სისხლზე და სიკვდილზე სპეკულაციის ხელოსნები. აქ ბინძურ პროპაგანდას ხომ ეწევიან, იქ უარესს შვრებიან.

 


მათი წევრები ახლა ამ წუთებში ბრიუსელში არიან და ევროკავშირს ეხვეწებიან, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემთ, ისე მაინც გააკეთეთ, რომ შეუსრულებადი წინაპირობები დაურთეთო.“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner