logo_geo
eng_logo
ირაკლი ანთაძე: უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ველოდებით, რომ ის დავაბრუნოთ კონტროლირებად ტერიტორიაზე
- +

6 ნოემბერი. 2023. 23:27

"უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, "- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

 

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ელოდება, რომ უკანონოდ დაკავებული კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნოს.

 

 

„მეორე უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ იგი დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე თავად დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner