logo_geo
eng_logo
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში ომი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება
- +

7 ნოემბერი. 2023. 01:04

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივას.

 

 

"ჩვენ ცალსახად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევას", - განაცხადა ბლანარმა.

 

 

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება და დასძინა, რომ სლოვაკეთი ძირითადად მხარს უჭერს სამშვიდობო ინიციატივებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner