უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა თავის ისტორიაში ყველაზე საშინელი ზამთრისთვის ემზადება.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზამთარში რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტების სავარაუდო დაბომბვასთან დაკავშირებით, უკრაინას ძალიან სჭირდება საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები.
"ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება უკეთ დავიცვათ ჩვენი ელექტროსადგურები, მაგრამ რუსები ამას უკვე შეეწყვნენ. ისინი კვლავაც გააგრძელებენ ჩვენი გამძლეობის გამოცდას საკუთარი რაკეტებით, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ", - დასძინა მან.