"უმძიმესია ის დანაშაული, რაც სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლა ბოროტებამ, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია. ვუსამძიმრებ ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს დაკავებულის დროული განთავისუფლებისთვის.
„იცით, ერთი ადამიანი არის გატაცებული და ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დაკავებულის დროული განთავისუფლება.
საქართველოს ეს ორი ისტორიული რეგიონი არის ოკუპირებული და ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ წინა ხელისუფლებისგან გვერგო. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და მომავალში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.