ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ტოივო კლაარმა სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.
„ძალიან სერიოზული განვითარება, რომელიც ასახავს ქართული კონფლიქტის ადამიანურ ფასს“, - წერს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი „ტვიტერის“ გვერდზე.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ძალის გამოყენებას.