logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი: 7 ნოემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმაგალითო ძალმომრეობის ნათელი მაგალითია
- +

7 ნოემბერი. 2023. 10:01

 

 

7 ნოემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმაგალითო ძალმომრეობის ნათელი მაგალითია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„სპეცოპერაცია, რომელიც დაგეგმა და განახორციელა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ხალხისა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა, დემოკრატიული ოპოზიცია, მთლიანად ხალხი დაეთრგუნათ, მოესპოთ, გაენადგურებინათ. ეს საქართველოს ისტორიაში არის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც შეიარაღებულ ძალებს ამ ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ ხალხს უპირისპირებდა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ვითარების დაძაბვიდან მალევე,  თბილისის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციური ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, რიყის აქციის დარბევა დაიწყო. დღის ბოლოს კი, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner