logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე 7 ნოემბერზე: უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში
- +

7 ნოემბერი. 2023. 10:20

 

 

„ეს იყო, რასაკვირველია, სრულიად სამართლიანი პროტესტი საქართველოს მოქალაქეების იმჟამინდელი სრულიად არანორმალური მმართველობის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. კულმინაცია ამ დღისა იყო ის მოვლენები, რომელიც მედიის წინააღმდეგ განვითარდა. ეს იყო, რასაკვირველია, სრულიად სამართლიანი პროტესტი საქართველოს მოქალაქეების იმჟამინდელი სრულიად არანორმალური მმართველობის წინააღმდეგ. საუბარი იმ ხელისუფლების მესვეურების მხრიდან, ახლა ვინმესთვის ჭკუისდამრიგებლური ლაპარაკი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაზე, ეს ყველაფერი ჰგავს მგლის თავზე სახარების კითხვას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ვითარების დაძაბვიდან მალევე,  თბილისის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციური ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, რიყის აქციის დარბევა დაიწყო. დღის ბოლოს კი, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. 7  ნოემბერს აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner