logo_geo
eng_logo
დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, საქართველოს კორეის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია
- +

7 ნოემბერი. 2023. 10:53

 

 

დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა გამართეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

 

იური ნოზაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და დაცული ტერიტორიების სამიტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ვიზიტისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს კორეის რესპუბლიკასთან და კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან. მხარეებს შორის გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც არაერთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა, რაც დადებითად ისახება დაცული ტერიტორიების სისტემის ფუნქციონირებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner