logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ოკუპაცია, ეს არის მძიმე, ძალიან რთული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ წინა ხელისუფლებისგან გვერგო
- +

7 ნოემბერი. 2023. 11:44

 

 

„ოკუპაცია, ეს არის  მძიმე, ძალიან რთული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ წინა ხელისუფლებისგან გვერგო“, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

 

„ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ოკუპაციის ძალებმა მოკლეს, რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. სწორედ ეს არის ოკუპაციის ძალიან მძიმე მხარე, რომელიც პერიოდულად ასეთი ტრაგიკული ფაქტებით შემოდის ჩვენს ყოველდღიურობაში. ოკუპაცია, ეს არის  მძიმე, ძალიან რთული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ წინა ხელისუფლებისგან გვერგო. ოკუპაციამ შეიწირა ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე. სწორედ ამიტომ, გვმართებს უფრო მეტი ძალისხმევა, უფრო მეტი დაფიქრება, უფრო მეტი ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, რომ დავძლიოთ ეს სირთულე და ერთხელ და სამუდამოდ, ოკუპაციას ბოლო მოეღოს“, - განაცხადა წილოსანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner