logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი კირბალში მომხდარზე: ეს არის ოკუპაციის ძალიან მძიმე შედეგი
- +

7 ნოემბერი. 2023. 12:28

 

 

„მე მინდა, პირველ რიგში, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს, ეს არის ოკუპაციის ძალიან მძიმე შედეგი“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

„დეოკუპაციის გააზრება ასეთი უბედურებების ხარჯზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ქვეყანა ოკუპანტებისგან გათავისუფლდეს. ჩვენი სახელმწიფო აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ეს ინფორმაცია და არის უკვე მიწოდებული და საერთაშორისო მექანიზმებით მოახდინოს შემდეგი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner