logo_geo
eng_logo
უკრაინული გამოცემა: ოდესაში მოღვაწე გიორგი ლორთქიფანიძის სახე გაუპატიურებისა და წამების ვიდეოკადრებზე გარკვევით მოჩანს
- +

11 მარტი. 2016. 15:57


უკრაინული პორტალი «ИНФОРМАЦИОННЫЙ ЦЕНТР», საქართველოდან უკრაინაში გადასული ჩინოვნიკების შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს, სადაც სხვებთან ერთად, საუბარი, შსს-ს ოდესის ოლქის სამმართველოს უფროსისა და წარსულში საქართველოს შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანის გიორგი ლორთქიფანიძის შესახებაცაა.


უკრაინული პრესის მტკიცებით, არსებობენ თვითმხილველები, თუ როგორ აწამებდა ლორთქიფანიძე პატიმრებს აღიარებითი ჩვენების მისაღებად.


საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:

 

„გიორგი ლორთქიფანიძე - უკრაინის შსს ოდესის საოლქო სამმართველოს უფროსი. მიხეილ სააკაშვილის ძველი მეგობარი. მისი პრეზიდენტობის დროს იყო საქართველოს შს მინისტრის მოადგილე. მრავალი თვითმხილველი ამბობს, რომ გიორგი ლორთქიფანიძე ცოფიანი რუსოფობი პიროვნებაა, აწამებდა განსასჯელებს და მათ აიძულებდა ეღიარებინათ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ან მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტები არიან. საპყრობილეში გადაღებულ წამებისა და გაუპატიურების ვიდეოკადრებზე მკაფიოდ მოჩანს საქართველოს შს მინისტრის მაშინდელი მოადგილის სახე. სწორედ ასეთი ვიდეოკადრების გამოქვეყნებამ დააჩქარა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დაცემა. სამშობლო ქვეყანაში ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული",  - წერს გამოცემა.



მასალის სრული ვერსია: http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=1542


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner