logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციური პარტიების სიები ამბიციური არ არის
- +

ავტორი ანა ფერაძე

10 სექტემბერი. 2016. 13:15



„ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ „რეპორტიორთან" პარტიების საარჩევნო სიების შეფასებისას განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი სიები ამბიციური არ არის. როგორც მდინარაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, სწორედ მაჟორიტარობის კანდიდატების ინიციატივა იყო,  მაჟორიტარობის კანდიდატი პროპორციულ სიაში არ ყოფილიყო.


 

„სიები,  რომლებიც  ოპოზიციურმა პარტიებმა წარმოადგინეს, ამბიციური არ არის, აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ გამარჯვების შანსი.

 

რაც შეეხება „ქართული ოცნების" სიას, ძირითადად ახალი  წარმატებული, პროფესიონალი სახეებით არის დაკომპლექტებული და გარდა ამისა, ჩვენი მაჟორიტარების ინიციატივა იყო, რომ შეგვეცვალა სტერეოტიპები და პოლიტსაბჭოც ამაში დაგვეთანხმა, რომ  ე.წ. გადაზღვევები არ მომხდარიყო და მაჟორიტარობის კანდიდატები პროპორციულ სიაში არ ყოფილიყვნენ, ვინაიდან ყველა ჩვენგანს გააჩნია ამბიცია, გავიმარჯვოთ პირველივე ტურში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner