„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და ერთი ადამიანის დაკავებას. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ის“, - ამის შესახებ ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი X-ზე წერს.
„რუსეთის ჯარის ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა“, - წერს ბორელი.