logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი: „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეგიონის განვითარებაა
- +

10 სექტემბერი. 2016. 13:17



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.


ამჯერად იგი  ბერთკარის, ფოცხვერიანის, ძველი ქვეშისა და აკაურთის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილზე გაეცნო არსებულ პრობლემებს და მთავრობის მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.


„ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სოფლის მეურნეობის სფეროში მასშტაბური რეფორმები წამოიწყო. შემუშავდა დარგის განვითარების სტრატეგია, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული უახლოესი წლების მიზნები და ამოცანები - ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნის ამაღლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ადგილობრივი და საერთშორისო ბაზრების მოძიება. ჩვენ თქვენთან ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს. თავისუფლება, სწრაფი განვითრება, კეთილდღეობა - ეს არის ჩვენი მიზანი! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!" - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner