კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გენერალ მამუკა ყურაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„მამუკა ყურაშვილი - ნაცების ღალატის და უტიფრობის სახე!
ეს ის გენერალია, 2008-ში 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა რომ გვამცნო! მისმა ბელადმა კი - შეტევაზე გადასვლა!
რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ მოიბანთ ქართველი ხალხის დაღვრილ სისხლს!“ - წერს ხაინდრავა.