logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი სალომე სამადაშვილზე: რატომ ჭრის ტოტს, რომელზეც ახლა მთელი ქვეყანა ზის, რატომ უნდათ, დაამარცხონ ეს ქვეყანა?
- +

7 ნოემბერი. 2023. 15:07

 

 

„ეს ქალბატონი, ჩემი კოლეგა კარგ საქმეზე  წასული  ბრიუსელში არ მახსოვს. მისი ბობოქარი „ნატურა“, მხოლოდ ავი საქმის კეთებაა ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შეუძლია მას და მის კოლეგებს. ამისთვის არის წაბრძანებული, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა  ჟურნალისტის კითხვას, სალომე სამადაშვილის ბრიუსელში ვიზიტის თაობაზე.

 

ცაგარეიშვილის თქმით, სალომე სამადაშვილის ვიზიტი  არასწორი ინფორმაციების ჩატანასა და  მზაკვრული გეგმის განხორციელებას ემსახურება და აღნიშნავს, რომ არ შეიძლება მთელი ცხოვრება შენ ქვეყანას ებრძოდე და კერძოსა და საზოგადოს შორის უხილავი ზღვარი გადალახო.

 

„უბრალოდ ძალიან გაქანებულია ეს მატარებელი და ჩემი რჩევაა ქალბატონმა სალომემ კისერი არ მოიტეხოს ამ მატარებელზე ახტომისას,  იმიტომ რომ არ შეიძლება მთელი ცხოვრება შენ ქვეყანას ებრძოდე და კერძოსა და საზოგადოს შორის უხილავი ზღვარი გადალახო. მე კი არ მებრძვის, ქვეყანას ებრძვის. ამით მეც დავზარალდები ბუნებრივია და ჩემი შვილები და შვილიშვილები დაზარალდებიან თუ ჩვენ სტატუსი არ მივიღეთ, მეც ერთი რიგითი წევრი ვარ ამ ქვეყნის, მაგრამ უამრავი ადამიანიც ხომ  დაზარალდება. ან იმ ვიზით რომელიც ქართულმა ოცნებამ მათ შორის მას მოუპოვა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს არ სარგებლობს ის? ხომ სარგებლობს. ჰოდა, ეს ხომ საერთო სიკეთეა, მისთვისაც და ჩემთვისაც მოპოვებული. რატომ ჭრის ტოტს, რომელზეც ახლა მთელი ქვეყანა ზის, რატომ უნდათ დაამარცხონ ეს ქვეყანა?“ - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner