პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა. პროგრამაში ერთ-ერთი პუნქტი საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის გასატარებელ მნიშვნელოვან რეფორმებს ეხება.
„ქართული ოცნება" განახორციელებს ქმედით პოლიტიკას რეგიონების სწრაფი და თანაბარი განვითარებისთვის:
- უზრუნველყოფილი იქნება რეგიონების დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება რეგიონული განვითარების პროგრამისა და სხვა შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად;
- რეგიონული განვითარების დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული კონფლიქტისპირა რეგიონებისა და მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის საჭიროებები და პრიორიტეტები;
- უზრუნველყოფილი იქნება რეგიონული განვითარების დაგეგმვის პროცესში ახალი მიდგომების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში დარგთაშორისი კომპლექსური კავშირების განვითარებასა და ადგილობრივ პირობებთან მაქსიმალურად მორგებული ეკონომიკური მოდელის შემუშავებას;
- ხელისუფლება მხარს დაუჭერს რეგიონულ დონეზე სოციალური, კულტურული, გარემოსდაცვითი, განათლების, ინოვაციების, კვლევის, ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროებში კერძო ბიზნესის ჩართვას;
- კიდევ უფრო დაიხვეწება რეგიონული განვითარების დაფინანსების სისტემა, მათ შორის ხარჯსარგებლიანობის ანალიზის გამოყენების ფართოდ დანერგვის გზით;
- გაუმჯობესდება რეგიონული განვითარების ზედამხედველობისა და ანგარიშგების ინსტრუმენტები და მექანიზმები;
- დაიხვეწება რეგიონული განვითარების სამართლებრივი და ინსტიტუციური უზრუნველყოფის მექანიზმები;
- განხორციელდება ადგილობრივი ეკონომიკური და მატერიალური აქტივების და მათი პოტენციალის სრულფასოვანი შესწავლა და სისტემატიზაცია მათი გონივრული მართვისა და გამოყენების პოტენციალის ამაღლების მიზნით;
- ხელისუფლება მხარს დაუჭერს რეგიონებში კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელის დანერგვას;
- ხელისუფლება მხარს დაუჭერს რეგიონებსი საინვესტიციო და საინოვაციო აქტივობებ;
- დაინერგება გაუმჯობესებული სისტემა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შესაბამისი პროექტების დასაგეგმად;
- მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიზნით, „ქართული ოცნება" განახორციელებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის განხორციელების ქმედით მონიტორინგს და საჭიროების შესაბამისად, უზრუნველყოფს კანონის და მისი რეალიზების მექანიზმების შემდგომ დახვეწას", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.