logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ვანდალური დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი
- +

7 ნოემბერი. 2023. 18:06

 

 

„უმძიმესი ფაქტი მოხდა,  რომელსაც ვერასდროს ვერცერთი ქართველი ვერ შეეგუება“, -განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან და  ლევან დოთიაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, არალეგიტიმურია,  როცა ოკუპაციას  საქართველოს მოქალაქე ეწირება.

 

„ეს არის ანომალია, როცა ოკუპაციას ეწირება საქართველოს მოქალაქე, აბსოლუტურად არალეგიტიმური, აბსოლუტურად მხეცური ფაქტი. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს კონკრეტული  ვანდალური დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მიხეილ სარჯველაძემ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

 

არსებული ინფორმაციით, 6 ნოემბერს  რუსეთის საოკუპაციო ძალებმა  ცეცხლი გაუხსნეს თამაზ გინტურსა და ლევან დოთიაშვილს, როცა ისინი  ლომისის ეკლესიაში სანთლების დასანთებად მიდიოდნენ. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner