logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციაზე: დადგება დღე, როდესაც, საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ძალისხმევით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს
- +

7 ნოემბერი. 2023. 20:06

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი ჟურნალისტებთან სოფელ კირბალთან მომხდარ უმძიმეს შემთხვევას - საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას გამოეხმაურა.

 

 

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, დადგება დღე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ძალისხმევითა და მაქსიმალური ჩართულობით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

 

 

„მთავარი დამნაშავის, ვლადიმერ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოტანილი აქვს ბრალის წარდგენისა და ძებნის დადგენილება. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ძალისხმევითა და მაქსიმალური ჩართულობით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner