logo_geo
eng_logo
უკრაინის ვიცე-პრემიერი: ევროკომისიის ანგარიშში უკრაინის პროგრესის შესახებ ფორმულირება თავშეკავებული იქნება, თუმცა ევროკავშირის ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ჯერ კიდევ წინ არის
- +

7 ნოემბერი. 2023. 20:13

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ევროკომისიის ანგარიშში უკრაინის პროგრესის შესახებ ფორმულირება თავშეკავებული იქნება, თუმცა ევროკავშირის ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ჯერ კიდევ წინ არის.

 

 

"ფორმულირება [ევროკომისიის ანგარიშში] იქნება თავშეკავებული. ამ კონტექსტში მე აღვნიშნავ სამ რამეს: 1. უკრაინა გაფართოების უფრო ფართო პოლიტიკური სურათის ნაწილია და ანგარიში იქნება ამაზე; 2. რეფორმები უნდა გაგრძელდეს, არ იქნება ამოცანების ამომწურავი ჩამონათვალი; 3. ევროკომისიის ანგარიში მხოლოდ საფუძველია, გადაწყვეტილებას [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროკავშირის ლიდერები დეკემბერში მიიღებენ. შეიძლება არ მოგვწონდეს, შეიძლება არ დავეთანხმოთ და თუნდაც უსამართლოდ მივიჩნიოთ, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ, უკრაინამ, უკვე ძალიან მაღლა ავწიეთ თამასა გაფართოების ყველა ქვეყნისთვის", - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner