logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა
- +

10 სექტემბერი. 2016. 13:21



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"  გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა.


მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლების გაცნობით დაიწყო. მოგვიანებით იგი ესტუმრა  ფრანგულ-ქართულ კლინიკას „კახეთი-იონი". ასევე, შეხვდა ბაგა-ბაღების მენეჯერებსა და ვაჩნაძიანის, კალაურის სოფლების მოსახლეობას.


„ჩემი მიზანია, რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებით განხორციელდეს. ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი გურჯაანში პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, სადაც შესაძლებელი იქნება აგრონომების, ინჟინრების, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner