logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს ეწვევა
- +

7 ნოემბერი. 2023. 21:09

8 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 



მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის.

 



შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner