8 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.