რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის გაფართოების პაკეტს და გეგმას დასავლეთ ბალკანეთისთვის ხვალ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად წარადგენს.
როგორ ასრულებს ქვეყანა რეკომენდაციებს და იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს - გადაწყვეტილება სავარაუდოდ დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი, ისტორიულ გადაწყვეტილებას კი ევროპელი ლიდერები 15 დეკემბერს მიიღებენ.
შარშან შეთანხმება ევროპული პერსპექტივის მონიჭების შესახებ შედგა, სტატუსზე პასუხი კი გადაიდო. მმართველ გუნდს პოზიტიური მოლოდინები აქვს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციის პირობების შესასრულებლად უზარმაზარი ძალისხმევა გასწია.