აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა არ უნდა მოახდინონ ღაზის ხელახალი ოკუპაცია.
"პრეზიდენტი [ჯო ბაიდენი] კვლავ მიიჩნევს, რომ ისრაელის ძალების მიერ ღაზის ხელახალი ოკუპაცია არ არის კარგი. ეს არ არის კარგი ისრაელისთვის. ეს არ არის კარგი ისრაელის ხალხისთვის", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორზე საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა განუსაზღვრელი ვადით ექნება.