ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქალაქი ღაზა ალყაშია მოქცეული და ისრაელის ჯარები ქალაქში მოქმედებენ.
"ჩვენ [ამ მომენტისთვის] ათასობით ტერორისტი გავანადგურეთ. "ჰამასმა" [უკვე] იცის, რომ ისეთ ადგილებს ვაღწევთ, რომ არც იფიქრებდნენ, რომ მივაღწევდით. [სამხედრო] კამპანია ჯერ კიდევ მიმდინარეობს", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
"დიპლომატიურ ფრონტზე ჩვენ ვმოქმედებთ 24 საათის განმავლობაში, რათა "ცაჰალს" მივცეთ მოქმედების თავისუფლება დარჩენილი სამხედრო ოპერაციისთვის. გამარჯვებამდე არ გავჩერდებით", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.