logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მართებული, სწორი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე
- +

8 ნოემბერი. 2023. 10:22

 

 

ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტია - ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი მოელის დადებით შეფასებას ევროკავშირის მხრიდან, სადაც ის გზა და პროგრესი, რაც საქართველომ ამ წლების განმავლობაში გამოიარა, პოზიტიურად შეფასდება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

მოველით, რომ ევროკავშირი შეიმუშავებს ძალიან მკაფიო საგზაო რუკას საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, უკრაინისა და მოლდოვისთვის, რომლის მიხედვითაც ძალიან მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, თუ როდის გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. მართებული, სწორი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება დღეს გამოქვეყნდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner