logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ დამსახურებით, რაც საქართველოს გააჩნია. ეს უნდა დაინახოს ევროკომისიამ
- +

8 ნოემბერი. 2023. 10:33

 

 

ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს კანდიდატის სტატუსის მიღებას, მათ შორის არიან ევროპარლამენტარები თავისი გავლენის ჯგუფებით და საკმაოდ ბევრნი დაგროვდნენ იმ ფლანგზე, რომელსაც ჰქვია ნაცმოძრაობა ევროპული სახით“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მოლოდინი არის პოზიტიური. უამრავი შეხვედრა ჩაატარა პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ჩვენმა დელეგაციამ. არაერთი ქვეყანა სიღრმისეულად იცნობს საკითხს და ზუსტად იცის, რა ვითაებაა შექმნილი ამ მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულის გარშემო, როგორიც საქართველოა. რასაკვირველია, გვერდში დგომა გვჭირდება ევროკავშირის.

 

რაც შეეხება ადამიანებს, ვინც მოპირდაპირე ფრთაზე არიან, ეს არის რევოლუციური კომიტეტის შემადგენლობა, რომელიც უკვე 2012 წლიდან ფიქრობდა რევანშზე. დღეს ახალი სუბიექტები დაემატა, ეს არიან ადამიანები, ვისაც ყველაფერი ცუდი უხარიათ, რაც ხდება საქართველოში, თუ ვინმე მოკლეს, თუ შემოგვესია ფაროსანა, თუ პანდემია დაიწყო, რომ როგორმე გამოძებნონ ისეთი თემა, რომელიც იქნება მათ პოლიტიკურ ინტერესში. სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ასეთი ადამიანების წრეში აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილიც. იმ ადამიანების წრეში, ვისაც უხარია თუ სადმე სისხლი დაიღვარა, ან რაიმე პრობლემა შეიქმნა. მათ შორის ყოფნა პრეზიდენტის მხრიდან არ ვარგა, არის ცუდი ქვეყნისათვის, მითუმეტეს თუკი გავითვალისწინებთ იმ მავნებლურ, დამაზიანებელ განცხადებებს, რომლებიც მან გააკეთა გინდ პარლამენტში, გინდ 26 მაისს.

 

ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ დამსახურებით, რაც საქართველოს გააჩნია. მთელი რიგი მაჩვენებლებია, სადაც ვუსწრებთ არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ქვეყნებს, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირში, რამდენიმე ქვეყანა მაქვს მხედველობაში. NATO-წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ მთელი რიგი მაჩვენებლებით, იქნება ეს მართლმსაჯულება, კორუფციასთან ბრძოლა, სტაბილურობა, განვითარება, ხელისუფლების გამჭვირვალობა და მართვის ინოვაციური სისტემები. ვფიქრობ, ამ 11 რეკომენდაციაშიც საკმაოდ მყარად ვდგავართ, სწორ პოზიციაზე, ბევრი შესრულების პროცესშია და ეს უნდა დაინახოს ევროკავშირმა, ევროკომისიამ. ამავე დროს, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს კანდიდატის სტატუსის მიღებას, მათ შორის არიან ევროპარლამენტარები ვისი გავლენის ჯგუფებით და საკმაოდ ბევრი დაგროვდნენ იმ ფლანგზე, რომელსაც ჰქვია ნაცმოძრაობა ევროპული სახით. რასაკვირველია, ხელის შეშლა იქნება, ბოლო წუთამდე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს, რათა შეიქმნას ვითარება, როდესაც სტატუსის არ მიღების გამო დაირაზმება ხალხი და დესტაბილიზაციის სტრატეგიული გეგმა განვითარდება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა უკვე დიდიხანია ჯიბით ატარებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner