„მოლოდინები გვაქვს პოზიტიური, რადგან ამ პოზიტივს ამყარებს ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ძირითადი და მთავარი როლი შეასრულა მმართველმა გუნდმა და მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ამის აღიარება“, - აღნიშნა ლაშხმა.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება დღეს გამოქვეყნდება.