„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად იგი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების - ტყარშეტის, ვარდისუბნის, სიონის, გარბანის, არშას, აჩხოტის, ჯუთას, კარკუჩას, ახალციხეს, სნოს, ფანშეტის, გუდაურის, კობის, ყანობის, ხურთისის, ფხელშესა და გორისციხეს მცხოვრებლებს შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას საპროგრამო დაპირება გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენს პრიორიტეტს ძლიერი სოფლის არსებობა წარმოადგენს, რომლის დადასტურებაა „მთის განვითარების კანონი". უნდა შევძლოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის უპირატესობა, რაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტს აქვს. სოფლის მეურნეობის დარგებისა და ადგილობრივი წარმოების განვითარება როგორც მოხევეთა დასაქმებას, ასევე, საერთო სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, დარიალის გვირაბის მშენებლობა საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის მდგრადობას. ტრანსპორტი 24 საათის განმავლობაში უსაფრთხოდ გადაადგილდება სამხრეთიდან ჩრდილოეთის და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.