„საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, ვინ იქნება ნაცმოძრაობის ლიდერშიფში, ვინ იქნება ნაცმოძრაობის თავმჯდომარე და ვინ გააგრძელებს მათ ძალიან არასახარბიელო მემკვიდრეობას“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
"ნაცმოძრაბაში, როგორც ჩანს, მთელი წარმოდგენა და მთელი დაპირისპირება ჯერ კიდევ წინ არის. ეს ადამიანები, როგორც ჩანს, იკავებენ თავს, საბოლოოდ რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რაც შეიძლება ითქვას სერიოზულად ამ თემასთან დაკავშირებით, საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, ვინ იქნება ნაცმოძრაობის ლიდერშიფში, ვინ იქნება ნაცმოძრაობის თავმჯდომარე და ვინ გააგრძელებს მათ ძალიან არასახარბიელო მემკვიდრეობას. მომდევნო პერიოდის განმავლობაში, ალბათ, კიდევ ბევრ რამეს ვიხილავთ" - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.