logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საქართველოს წარმატებული პოლიტიკური მომავალი ბევრ უსაფუძვლო არგუმენტს გამოაცლის ხელიდან ოპოზიციას
- +

8 ნოემბერი. 2023. 13:23

 

 

საქართველოს წარმატებული პოლიტიკური მომავალი ბევრ უსაფუძვლო არგუმენტს გამოაცლის ხელიდან ოპოზიციას“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი სალომე სამადაშვილის განცხადებას.

 

"სალომე სამადაშვილი ელაპარაკება კუბილიუსს. კუბილიუსის და მისი გარემოცვის განცხადებები ვიცით. ევროპარლამენტის რეზოლუცია ვიცით, აბსოლუტურად უტიფარი და მოთხოვნები ისეთი, რომელიც არც ეკუთვნის საქართველოს. [სამადაშვილი] მათთან ერთად ზის და განიხილავს იმ საკითხს, როგორ აისახება შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე ის თუ წარმატებული იქნება საქართველოს პოლიტიკური მომავალი. შიდა ვითარებასთან დაკავშირებით აქვს მთავარი შფოთვები და ისტერიკა, ვინაიდან შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე ეს რეალურად სერიოზულ გავლენას მოახდენს და ბევრ უსაფუძვლო არგუმენტს გამოაცლის ხელიდან ოპოზიციას. ეს არის სწორედ ის მიზეზი რის გამოც ბრიუსელის დერეფნებში დარბოდნენ ე.წ. ოპოზიციონერები," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილი ბრიუსელში იმყოფება. როგორც სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, მეორე დღეა დახურულ კარს მიღმა ევროკომისია მსჯელობს, როგორ დაწეროს დასკვნა, რომელიც ქართველ ხალხს მისცემს შანსს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნები.

 

"ხელისუფლების გამოკლებით მთელი ქვეყნის თავდადება ევროპული მომავლისთვის, სავარაუდოდ სრულდება პოზიტიური სიგნალით. იმედი მაქვს, რომ პირობითი ფორმით, კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია გაიცემა" - წერს სამადაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner