“მე იმედი და მოლოდინი მაქვს, რომ ევროკომისიის მხრიდან პოზიტიურად შეფასდება ის ძალისხმევა, რაც საქართველომ ამ ერთი წლის განმავლობაში გასწია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა იქნება პოზიტიური რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მე ასევე მოლოდინი მაქვს, რომ შეფასდება ყველა ის ნაბიჯი, რაც საქართველომ ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესში განვლო და რასაც ეფუძნება და მყარი საფუძველი არის შექმნილი ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რაც მომავალში წვლილს შეიტანს ევროკავშირში საქართველოს სწრაფად ინტეგრაციაში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.