სამიტს მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება. სამიტის მეორე დღეს, „World Café“ სესიების ფორმატში, მთავარი მომხსენებლები კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის ცენტრის ასოციაციის დირექტორი ერიკ ჰიკსი და კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის ცენტრის უფროსი მრჩეველი ჯიმ ბარბორაკი არიან.
აღნიშნული ტიპის სესიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წევრებსა და საქართველოს დაცული ტერიტორიების, ასევე გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ სიღრმისეულად განიხილონ ეროვნული პარკების განვითარების საკვანძო საკითხები და არსებული გამოწვევები. სამიტის მონაწილეები სესიებზე განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ადგილობრივი თემების როლი დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვაში, ეროვნული პარკების დაცვა და კანონაღსრულება, მდგრადი ტურიზმის განვითარება, ფინანსური მდგრადობა, სისტემები და ტექნოლოგიები და ბიომრავალფეროვნების აღდგენის საკითხები. „World Cafe” სესიების ფარგლებში თემატურ ჯგუფებად დაყოფილ მონაწილეებს შორის მოხდა იდეების გენერირება, რომელიც ერთმანეთს წარუდგინეს.
„World Café“ სესიების დასრულების შემდეგ, მონაწილეები მოინახულებენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ქვაბისხევის მონაკვეთს, სადაც გაეცნობიან პარკის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და ტექნოლოგიებს, რომელთა საშუალებითაც ხდება ეროვნული პარკის დაცვა.
დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, 2023 წლის 7-9 ნოემბრის განმავლობაში მიმდინარეობს. ღონისძიებას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება.