„ევროკომისიის მხრიდან არის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ევროკომისიის მხრიდან არის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, რომ ისინი გახდნენ ევროკავშირის წევრები. აღნიშნული მისწრაფებები უფრო კარგად უნდა იყოს გათავისებული ხელისუფლების მხრიდან, მოხდეს უფრო მეტი ჩართულობა ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. პროგრესია მისაღწევი მთავრობის მხრიდან 12 პრიორიტეტზე, რომელიც დადგინდა გასულ წელს. ევროკომისია აღიარებს რიგ პოზიტიურ ნაბიჯებს, მაგალითად, ოპოზიციის მონაწილეობას საპარლამენტო მუშაობაში. განხორციელდა სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული ბიურო და ა.შ. შესაბამისად, კომისია იძლევა რჩევას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.