„ისე, რომ იცოდეს გვარამიამ, ის ევროპელები, მათ ლობიზმში რომ მილიონებს იღებენ, ქართველი ხალხისთვის არაფრად ფასობენ. ჩვენ ღირებული ევროპა გვიყვარს მხოლოდ,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.
მისი თქმით, მართალია, ნიკა გვარამია და სალომე სამადაშვილი ევროპიდან პოზიორობენ, მაგრამ სინამდვილეში მათ საქართველოს წარმატება არ უხარიათ.
„ნიკა გვარამიამ ელვა-დეპეშა გამოგვიგზავნა ბრიუსელიდან, რეკომენდაცია დადებითია და ახლა კიდევ ერთი თვე უნდა ვიბრძოლოთ, რომ ოცნებას არ დავანებოთ სტატუსის მოცემის პერსპექტივის გაფუჭებაო. თან გვაცნობებს, „დიდი ევროპელები“, მე და სალომე სამადაშვილი აქ ვართო.
რა ქნან, ყველა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და მეტს ვეღარ ახერხებენ. სხვა რომ აღარაფერი დარჩათ, გვარამია და სამადაშვილი ლობისტებმა საჩვენებლად შეიყვანეს იქ, აქაოდა ნამდვილი ქომაგები აქ არიანო. ვერ გიშველით ეგ პოზიორობა, თქვენი ფინალი მაინც მარცხია.
სიმართლე გითხრათ, მეცოდებიან. დღეს მათ ადგილას მტერიც კი არ ინატრებდა ყოფნას. თუმცა, მტრები არ არიან? მტრები და ფარისევლები. აბა სხვას ვის შეუძლია საკუთარი ქვეყანა რუსეთს მიჰყიდოს და მერე სხვას ეძახოს რუსეთუმე? სხვას ვის შეუძლია თავისუფალი სიტყვა სისხლში ჩაახშოს და ამისთვის პრიზს იღებდეს ევროპაში? სხვას ვის შეუძლია, მთელი ერთი წელი სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდეს და დღეს ბრიუსელში პოზიორობდეს?არაუშავს, მიჩვეული ვართ მათ კლოუნადას, რომელსაც მალე თავად ქართველი ხალხი საბოლოოდ დაამთავრებს.
ისე, რომ იცოდეს გვარამიამ, ის ევროპელები, მათ ლობიზმში რომ მილიონებს იღებენ, ქართველი ხალხისთვის არაფრად ფასობენ. ჩვენ ღირებული ევროპა გვიყვარს მხოლოდ,“ - წერს ჩიბურდანიძე.