„გილოცავთ! ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რომ მან კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გილოცავთ! ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს რომ მან კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
მან ასევე მიუსამძიმრა რუსი მესაზღვრეების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახსა და მეგობრებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ მკვლელობას მტკიცედ გმობს.