logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, ევროკავშირის კარი ღიაა, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას
- +

8 ნოემბერი. 2023. 16:06

 

 

ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკომისია დღეს რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

 

ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ევროკომისია დღეს რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“, - წერს ბოერლი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner