logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: გილოცავთ, 8 ნოემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილი გახდა!
- +

8 ნოემბერი. 2023. 16:08

 

 

გილოცავთ, 8 ნოემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილი გახდა! - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

"ჩვენ დავიმსახურეთ და მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი. და დღეს ამას ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე თუნდაც, შარშან, ზაფხულში ექნებოდა! ჩვენ ღირსებით მივედით ამ დღემდე და საქართველოს ვერავინ დაჩაგრავს. ორმაგად ამაღელვებელია, რომ ევროკომისიის დასკვნა დაემთხვა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს. წინ, კიდევ რთული გზაა გასავლელი, მაგრამ სირთულის არასდროს შეგვშინებია! კიდევ უფრო დიდი მიღწევები და პროგრესი გვექნება! ამ დღემ ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი უნდა გაგვაერთიანოს! გილოცავთ, 8 ნოემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილი გახდა!" - წერს იონათამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner